„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა:  სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი, ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა:  სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი, ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ისაუბრა.

სოსო რობაქიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი, იმჟამინდელი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი გააფრთხილა, რომ ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო. 

„სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო,  უთხრა პირდაპირ. ლევან გვაზავამ, მაშინდელ პოლიციის უფროსს, ზურაბ ბაქრაძეს უთხრა, რომ გაავსე იქაურობა იარაღითო. ბაქრაძემ ჩაუდო ერთ-ერთ ბავშვს ჯიბეში „ლიმონკა“, გახეული ჰქონდა ჯიბე, თავში ჩაარტყა და დედა შეაგინა, დედა არ გყავს ჯიბე, რომ დაგიკეროსო.  

ბავშვები ისეთი ნაცემები მოვიდნენ პანაშვიდზე, რომ ცხვირ-პირი აღარ ჰქონდათ. მამუკა გვაზავა იყო ქვეგანყოფილების უფროსი სამტრედიის ქუჩაზე და იქ სცემეს ეს ბავშვები და ორი საათი ეყარნენ ძირს, სიცივეში.  ბუტამ 35 წუთი იცოცხლა, გადარჩენით შეიძლება ვერ გადარჩენილიყო, სასწრაფო  3-4 წუთში მივიდა. სასწრაფოს ექიმი იყო დაბარებული სასამართლოზე და მისცა ჩვენება, რომ მე ვიყავი 4 წუთში იქ, ბუტაც დავინახე და სხვა ბიჭებიცო, არ მიმიშვეს, მითხრეს გარდაცვლილაო, მე იქ იარაღი არ მინახავსო. ტოტალურად გაყალბდა ყველაფერი,“-განაცხადა სოსო რობაქიძემ.