“ბრიტანეთმა მორიგი უსაფუძვლო და უნამუსო სანქციები დაუწესა ქართველ ჩინოსნებს, ქვეყანამ, სადაც უმახინჯესი ორმაგსტანდარტიანი, ე.წ. "ორსაფეხურიანი მართლმსაჯულება" მძვინვარებს. თანაც, ნისლიანი ალბიონიდან ჭკუას გვასწავლიან იმ პოლიტიკოსების კოლეგები, რომლებიც მსუბუქი სასჯელების მომლოდინე, ხშირად არიან ჩართულნი პედოფილიაში, გაუპატიურებაში, კორუფციასა და ათასგვარ ფინანსურ მაქინაციაში”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, ორსაფეხურიანი მართლმსაჯულება" (Two-tier justice) არის უსამართლო ბრიტანული სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას. ამის უამრავი მაგალითია, რის გამოც ოფიციალურ ლონდონს აკრიტიკებენ არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში.
"ბრიტანეთმა მორიგი უსაფუძვლო და უნამუსო სანქციები დაუწესა ქართველ ჩინოსნებს, ქვეყანამ, სადაც უმახინჯესი ორმაგსტანდარტიანი, ე.წ. "ორსაფეხურიანი მართლმსაჯულება" მძვინვარებს.
თანაც, ნისლიანი ალბიონიდან ჭკუას გვასწავლიან იმ პოლიტიკოსების კოლეგები, რომლებიც მსუბუქი სასჯელების მომლოდინე, ხშირად არიან ჩართულნი პედოფილიაში, გაუპატიურებაში, კორუფციასა და ათასგვარ ფინანსურ მაქინაციაში.
Mind your own shaky internal affairs! [მიხედეთ საკუთარ მყიფე შიდა საქმეებს!]
“ორსაფეხურიანი მართლმსაჯულება" (Two-tier justice) არის უსამართლო ბრიტანული სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას. ამის უამრავი მაგალითია, რის გამოც ოფიციალურ ლონდონს აკრიტიკებენ არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში.
კერძოდ (არასრული ჩამონათვალი):
პოლიციისა და პროკურატურის წარუმატებლობა, როდესაც პოლიტიკურ აქციაზე სკანდირებდნენ „ჯიჰადს“, მაგრამ აკავებენ სამშობიაროებთან მორწმუნეებს საჯარო ლოცვის გამო;
ასობით ბავშვზე სექსუალური მოძალადეების არაადეკვატური გასამართლება, რადგან მართლმსაჯულების წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ დაადანაშაულებდნენ რასიზმში;
იმიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა აღურიცხაობა;
ამნისტია-შეწყალებისას პრიორიტეტების მინიჭება არაბრიტანელებისთვის.”- წერს გია აბაშიძე.