აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის - აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის - აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია

სახელმწიფო დეპარტამენტმა globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა.

კერძოდ, www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა:

"გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?"

სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.

შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.

Aburjga Tasmanieli თუ კაცობრიობას შეეძლო კიდევ 1000 წელი ეარსება, ეს ვადა აშშ-მ 10 წლამდე შეამცირა ანუ 100 ჯერ!
3 დღის უკან
ლაზი ძირითადი ელექტორატი არის სწორედ ის მილიონზე მეტი ამომრჩეველი რომლის პოზიციის უგულებელყოფას მავანნი აპირებენ. პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმა ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ვინც პარლამენტს ცეცხლს უკიდებს, პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით წვავს და შეურაცხყოფას აყენებს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ ვეღარ ჩაითვლება. ასეთი ქმედება სხვაგვარად კვალიფიცირდება.
ასე რომ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ განვაგრძობთ-ო. მანამდე კი სახელმძღვანელოდ ვენსის მიუნხენში გამოსვლით ისარგებლეთო, რომლის მითითებული ტექსტის პათოსი სულაც არ იყო ისეთი, როგორაც მის წარმოდგენას მავანნი შეეცდებიან. უკვე დაიწყეს იხ. ბმული
3 დღის უკან
თომა მძიმედ არის საქმე. ისე ძიძიგური რიგით პროჭა.
3 დღის უკან
მარბიელი "აშშ-მ ნათლად დააფიქსირა, ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლიაო" ანუ "ასე" თუ მოიქცევით კარგი იქნებაო და როგორია ეს "ასე" და რა ნაბიჯებს ითხოვს აშშ, ამას არც ისინი ამბობენ და არც ქოცები; ვიმარჩიელოთ?
2 დღის უკან
ლაზი უკვე მეორე დღეა ამ განცხადებას ატრიალებენ, მაგრამ არავის მიუქცევია ყურადღება მთავარი წინადადებისათვის, "ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის"-ო. ანუ ჩვენს ინტერესებს რამდენად შეესაბამება თქვენი ქმედებები, იმას ვაფასებთო, თორემ თქვენთვის როგორია, ეგ ჩვენ არც გვაინტერესებსო. არადა სულ გვამადლიან, თქვენთვის 6 მილიარდი დავხარჯეთო. ამერიკის ინტერესები არ იცვლება თავისი წარმომავლობით და ვითომ ადრე რატომ დახარჯავდნენ ჩვენი ინტერესებისათვის?
უოლსონი შემთხვევით არ აპელირებს ანაკლიის პორტით და ჩინეთით. აქ ამერიკის ინტერესი პორტის აშენება კი არ არის, არამედ ჩინეთის არ შემოშვებაა. ბოლოს და ბოლოს ეს აღმოჩნდება, იმ შეფასების საფუძველი და ამიტომ დაიწერა ტექსტში სიტყვები " ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის".
თუ საქართველოს მთავრობა ამ ინტერესებს მოერგება, შეფასება ისეთი იქნება, სულ მხრებზე ხელის თათუნით მიიპატიჟებენ ვაშინგტონში თუ არადა ბაიდენის ბლინკენ-სალივანი სანატრელი გახდება.
2 დღის უკან