გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უცხოელების მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე საუბრისას.

„მთავარი ამოცანა, საქართველოს ხელისუფლების თავიდან მოცილება და იმ ხელისუფლების მოყვანა, თუნდაც რევოლუციის გზით, რომელიც შეასრულებს ამ მთავარ ამოცანას. ომი, იყო ეგ თემა, იდეა და მიზანი“, - აღნიშნა გიორგი ვოსლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე გაიხსენა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდი, როდესაც ცდილობდნენ საქართველოდან სამხედრო ტვირთის მობილიზება მოეხდინათ.

„უცებ დაძრეს უკრაინიდან, აფრინდა თვითმფრინავები და გამოემართა საქართველოსკენ შეუთანხმებლად, იმ მოთხოვნით, რომ ეს თვითმფრინავები უნდა დატვირთულიყო სამხედრო ტვირთით და მობილიზება ამ მიმართულებით კეთდებოდა“, - განმარტა გიორგი ვოლსკიმ.