სოსო მანჯავიძე: გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია

სოსო მანჯავიძე: გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია

ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში NGO-ების მიერ დაორგანიზებულ აქციას ეხმიანება. 

როგორც ის  აღნიშნავს, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია. 

"გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია - აფრიალებს უცხო ქვეყნების დროშებს, ხოლო ქართველი სპორტსმენის, ხელოვანის  თუ პოლიტიკოსის წარმატება მისთვის ღირებულია ამ უცხო ქვეყნისადმი ლოიალობის ხარისხის შესაბამისად, თუ მის წარმოსახვაში ასეთი ლოიალობა არ ფიქსირდება, წარმატება ანულირდება, ხოლო ადამიანი გადაეცემა ევროატლანტიკურ ანათემას.

სხვათა შორის, ასეთები გახლდნენ  სოციალ-დემოკრატი ტროცკისტებიც, რომელთა რაოდენობა არაპროპორციულად დიდი იყო საქართველოს მოსახლეობის რიცხვთან შედარებით.
სწორედ ტროცკისტული  სისხლი ყივის მათ შთამომავლებში-კვიცი გვარზე ხტისო-როგორც ნათქვამია", - წერს სოსო მანჯავიძე.

მარბიელი ასეა ეს აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში... სხვაგანაც; ყველგანაა პოლარიზაცია და დაპირისპირება! მოიგებს ის, ვინც უფრო ჭკვიანია. თუ ხაზარაძე, ხაბეიშვილი, გვარამია, პატარაია და გიგაური მოიგებენ, ალალი იყოს ... და ეს ასე რომ არ მოხდეს მეტი აქტიურობა, კრეატივი და ფხა უნდა გამოაჩინოს ხელისუფლებამ!
2 დღის უკან