რაც შეეხება სავიზო შეთანხმებას, ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი ქვეყნებისთვის, რათა დამყარდეს მტკიცე ურთიერთობა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ხალხთა ურთიერთობების დონეზეც, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ჩინეთის ცენტრალურ არხთან ინტერვიუში.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „გასული წლის მაისში ოფიციალურად ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება. რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. ელით თუ არა ტურიზმის, კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაუმჯობესებას?“
ირაკლის მეზურნიშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა წაახალისებს ბიზნესს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, საგანმანათლებლო და კულტურულ გაცვლით პროგრამებს.
რაც შეეხება სავიზო შეთანხმებას, ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი ქვეყნებისთვის, რათა დამყარდეს მტკიცე ურთიერთობა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ხალხთა ურთიერთობების დონეზეც. ეს წაახალისებს ბიზნესს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, საგანმანათლებლო და კულტურულ გაცვლით პროგრამებს. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას და ენის პროგრამებს, კულტურული ღონისძიებების და ბიზნეს ფორუმების ორგანიზებას“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.