„რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას, რომელიც „ენჯეოების“ მიერ თბილისში აქციის დაანონსების საბაბად იქცა.
„რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან. „ენჯეოები“ აფინანსებენ, „ენჯეოები“ იღებენ „შავ ფულს“, „ენჯეოები“ ანაწილებენ ამ ფულს კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევა უნდა მოეტანა.
არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები ესენი არ არიან. ესენი არიან პოლიტიკური სუბიექტები, გაცილებით უფრო ეფექტურები ამ ბოროტ საქმეში, ვიდრე ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ასევე არიან ე.წ. ბრძოლის წინა ხაზზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდი დოკუმენტს ცინიკურს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ეს ის აქტია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, რადიკალების დასავლელმა მოკავშირეებმა დაარეგისტრირეს და რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის მტკიცე პოზიციის საპირისპირო განწყობის გაღვივებაა.