დავით მათიკაშვილი: ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ფაქტობრივად ომის იმიტაცია მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა

დავით მათიკაშვილი: ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ფაქტობრივად ომის იმიტაცია მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა

ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ფაქტობრივად ომის იმიტაცია მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რითაც პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კონკრეტულ პირებს ჩადენილი სამართალდარღვევისთვის მისჯილ ჯარიმებს სწორედ ეს ფონდები უხდიან.

„ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აფინანსებენ დესტრუქციას, აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ხდებოდა, რამდენიმე დღე ის ცნობილი მოვლენები საქართველოს პარლამენტის წინ, ფაქტობრივად ომის იმიტაცია, რომ მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა. როდესაც რომელიმე კონკრეტულ პირს სახელმწიფო, სამართალდარღვევის გამო ან შესაბამისი სხვა გადაცდომის გამო მიუსჯის ჯარიმას, ეს ფონდები ფულს უგროვებენ და უხდიან მას ამ ჯარიმას. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს არის დემოკრატიული სამყაროსთვის გაუგებარი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს.