ეს მკაცრი კანონი [„ფარა“], რომელიც ამერიკას იცავს და მისი უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი, ჩვენ გვინდა, რომ იყოს ასევე საქართველოში, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.
„ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დავაინიცირეთ ამერიკული კანონი, რომელიც არის საკმაოდ მკაცრი, ვიდრე ქართული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შემდგომ მივიღეთ. ახლა უკვე რეალურად საფრთხეები გაიზარდა. გაიზარდა მაგალითად იმით, რომ უცხოეთში დარეგისტრირდნენ [ენჯეოები], გაიზარდა იმით, რომ თავად ამერიკის პრეზიდენტმა გამოუცხადა ბრძოლა ამ გლობალური ომის პარტიას. ამიტომ, ეს მკაცრი კანონი, რომელიც ამერიკას იცავს და მისი უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი, ჩვენ გვინდა, რომ იყოს ასევე საქართველოში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პარლამენტი დღეს მეორე სასესიო მოსმენით „ფარას“ ზუსტ ასლზე იმსჯელებს.