დააკვირდით ფოტოს, მაკა ბოჭორიშვილის მარცხნივ დგას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, ეს ის ბაიბაა, რომელიც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თუ თბილისის აქციებიდან ასანქცირებდა და მოუწოდებდა მომიტინგეებს ძალადობრივი რევოლუციისკენ,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილის, სამუშაო ვიზიტით ინდოეთში სტუმრობას და აქვეყნებს ფოტოს, სადაც იგი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელ, ტულსი გაბარდს მეგობრულ ატმოსფეროში ესაუბრება, ხოლო მათ გვერდით შეშფოთებული სახით დგას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.
ფოჩხუას განცხადებით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე, ვერ არის ხასიათზე, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასე მეგობრულ ატმოსფეროში ესაუბრება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს ტულსი გაბარდს.
„დააკვირდით ფოტოს, მაკა ბოჭორიშვილის მარცხნივ დგას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, ეს ის ბაიბაა, რომელიც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თუ თბილისის აქციებიდან ასანქცირებდა და მოუწოდებდა მომიტინგეებს ძალადობრივი რევოლუციისკენ. ვერ არის ხასიათზე ან როგორ იქნება, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასე მეგობრულ ატმოსფეროში ესაუბრება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს ტულსი გაბარდს.
ასეა, სამართალი ურმით დადისო, ნათქვამია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, აჩქარებულია,“- წერს ნინო ფოჩხუა.