გუბაზ სანიკიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა

გუბაზ სანიკიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა

გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ხალხის გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია, შესაძლოა, პარლამენტში შესულიყო.

„ხალხის შეკვეთაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ ვსხედვართ, თორემ ეს გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ვიყოთ გულწრფელები, შეიძლება შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ეს გამოსვლები რომ არ დაწყებულიყო, და ეს გამოსვლები არჩევნების გაყალბების გამო კი არ დაწყებულა, ეს გამოიწვია კობახიძის ბრიყვულმა განცხადებამ“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია.

„შორიდან რომ გამოანათებ პირიმზესავით და ორ თვეში ერთხელ გამოჩნდები, რაღაც იდეას გამოაცხადებ და თან სურვილი გაქვს, ამ ყველაფრის უფროსი იყო, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს, ვადასტურებ მისი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემას, მაგრამ მისი პოზიციები ძალიან სუსტია უკვე“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ერთიანობა არის გარედან შემოგზავნილი თემა და ამზადებს ძლიერ კოორდინაციას“ – სანიკიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა.

Gami კობახიძესთან დაკავშირებით, მართალია.
12 საათის უკან
მარბიელი შე ქონით სავსე ტომარავ, თუ პატივს სცემ ზურაბიშვილის ინსტიტუციას (პრეზიდენტობას) რატომ არა სთხოვ შეიწყალოს მიშა მფორთხავი? ან ის სთხოვე დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები ჩაატაროს!
ხედავ რა ახლოსაა თქვენი საბოლოო მიზანი და სასადილოს ტალონები?
12 საათის უკან