"ეს კანონიც არის ცენზურისთვის, მედიის შესაზღუდად და სიმართლის გასაქრობად მედიის სივრციდან" - თეონა აქუბარდია "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მედიის რეგულირება ბრიტანული სტანდარტით განხორციელდება და მათი მიზანი, გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის ბალანსის დაცვაა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, საქართველოში არც ბრიტანული სამართალი არსებობს და არც დემოკრატია, შესაბამისად აღნიშნული კანონი მედიის შეზღუდვას ემსახურება მიზნად.

"საქართველოში არც ბრიტანული სამართალი გვაქვს და არც ბრიტანული დემოკრატია, შესაბამისად ეს კანონიც არის მედია რეგულირებისთვის, მედია ცენზურისთვის, მათ შორის მედიის შესაზღუდად და სიმართლის გასაქრობად მედიის სივრციდან ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.