გურამ მაჭარაშვილი: ნატოს გენერალურმა მდივანმა არამხოლოდ წერტილი, ძახილის ნიშანი დასვა უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად ტყუილად დაიწყეს, სამწუხაროდ ომი უკრაინაში

გურამ მაჭარაშვილი: ნატოს გენერალურმა მდივანმა არამხოლოდ წერტილი, ძახილის ნიშანი დასვა უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად ტყუილად დაიწყეს, სამწუხაროდ ომი უკრაინაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა არამხოლოდ წერტილი, ძახილის ნიშანი დასვა უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად ტყუილად დაიწყეს, სამწუხაროდ ომი უკრაინაში, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შეფასებისას.

მისი თქმით, ამაზე ნატოს გენმდივნის ორი განცხადება მეტყველებს.

„ერთი, რომ უთხრა პირდაპირ ნატოს გენმდივანმა, დაივიწყოს უკრაინამ ნატოში გაწევრიანება და მეორე, შეთანხმების შემდეგ უკვე ამერიკამაც, ევროკავშირმაც უნდა აღადგინოს ნორმალური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.

აქ დამთავრდა ის ილუზია და ზღაპრები, რასაც „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“ და აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავიანთ ამომრჩევლებს ეუბნებოდა ხოლმე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეხება.