ნუცა ბუზალაძე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგზე: ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, მაგრამ როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ

ნუცა ბუზალაძე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგზე: ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, მაგრამ როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც საქართველო ერვოვიზიის კონკურსზე გასულ წელს წარადგინა, ევროვიზიის წლევანდელი მონაწილის - მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს ეხმაურება.

იგი მიიჩნევს, რომ კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენელს ყველამ ერთად უნდა უგულშემატკივროს.

„მინდა, ქართველებს მივმართო, ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ბევრ რამეზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს, მაგრამ როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ საქართველოს წელს წარმატებები ვუსურვო „ევროვიზია 2025“-ზე”, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.

მარიამ შენგელია, რომელიც წელს ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს, ფსევდოლიბერალების სამიზნე გახდა.

სოციალურ ქსელში, მათ შორის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო კონკურსიდან უნდა მოხსნან. ნაწილი წერს, რომ ქვეყანამ ევროვიზიაზე ბოლო ადგილი უნდა დაიკავოს.

Aburjga Tasmanieli მარიამ შენგელია უეჭვეად არის უმშვენიერესი და საუკეთესო მომღერალი გოგონა! და ვინ აბულინგებს მას ოფოფი -ქათამი გვარამია და მისი მეთაურობით მოფუთფუთე შიგ ევროპელი , მოყვითალო-მოლურჯო ხელმოცარული დასავლური აგენტურა?! აბა მაგათგან სხვას რას უნდა მოელოდეს ნორმალური ადამიანი თუ არა საქართველოს მტრობას?! მინდა ვუსურვო წარმატებები ჩვენს კოლხ გოგონას შესანიშნავ მარიამს! მაგრამ ეს კონკურსი რომელსაც ქვია ევროვიზია არის ძალიან სახელგატეხილი ღონისძიება« მას მუსიკალურ კონკურსსაც კი ვერ დავარქმევ უზარმაზარი პოლიტიკური მდგენელის გამო! ფაქტიურად ეს მუსიკალური კონკურსი კი არა პოლიტიკური ინსტრუმეტია! თანაც ბინძური, ევროპისათვის დამახასიათებელი უნამუსო ინსტრუმენტი! მიმაჩნია, რომ საქართველომ საერთოდ არ უნდა მიიღოს ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობა! ნუცა ბუზალაძე კი არის ჩვენი ქართული სიმღერის-მუსიკის ნამდვილი ფენომენი. ჩემი აზრით განუმეორებელი მოვლენაა საოცარი არტისტიზმით, შუშპარა და მჩქეფარე! წარმატებები ჩვენს საყვარელ ნუცას!
1 დღის უკან