სოლიდარობა მარიამ შენგელიას და გამძლეობა! ყურადღება არაფერს მიაქციოს, - განაცხადა მომღერალმა, ზურა მანჯავიძემ მომღერლის მხარდასაჭერად. სოციალურ ქსელებში მარიამ შენგელიას წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების გამო.
„მათი ეს ამაზრზენი საქციელი სადამდე უნდა მივიდეს, უკვე მართლა არ ვიცი!
ერთი კითხვა მიჩნდება - ასე რატომ სძულთ საკუთარი ქვეყანა? ადამიანი გადის კონკურსზე, რომელიც წარმოადგენს შენს ქვეყანას. არანაირი ზღვარი არ არსებობს, იმ არაადამიანურ საქციელს შორის, რომელსაც ავლენენ. ნებისმიერი მეთოდით საკუთარ ქვეყანას ვნებენ.
სოლიდარობა მარიამს და გამძლეობა! ყურადღება არაფერს მიაქციოს“, - განაცხადა მანჯავიძემ.
ფსევდოლიბერალების მორიგი შეტევა საქართველოს წინააღმდეგ - ამჯერად მათი სამიზნე მარიამ შენგელიაა. მომღერალი, რომელიც ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს.