ფსევდოლიბერალები ქვეყნის წინააღმდეგ - ამჯერად მათი სამიზნე, ევროვიზიის კონკურსანტი, მარიამ შენგელიაა

ფსევდოლიბერალები ქვეყნის წინააღმდეგ - ამჯერად მათი სამიზნე, ევროვიზიის კონკურსანტი, მარიამ შენგელიაა

ფსევდოლიბერალების მორიგი შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. ამჯერად მათი სამიზნეა მარიამ შენგელია. მომღერალი, რომელიც ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს.

სოციალურ ქსელში, მათ შორის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო კონკურსიდან უნდა მოხსნან. ნაწილი წერს, რომ ქვეყანამ ევროვიზიაზე ბოლო ადგილი უნდა დაიკავოს.

ქართველ შემსრულებლებს ფსევდოლიბერალებისგან მსგავსი ბულინგის კამპანია არ უკვირთ. ამბობენ, რომ ასეთი მეთოდებით ებრძვიან ყველაფერ ეროვნულს და ასე ცდილობენ საკუთარი ქვეყნის დაზიანებას.