კონსტიტუციის გვერდის ავლის გზით ისინი ფინანსდებოდნენ გარე აქტორების მხრიდან, ამ შემთხვევაში, USAID-ის, NED-ის და ასე შემდეგ სხვა ორგანიზაციების მხრიდან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა პარტიის მიერ ოფისის გაყიდვის ფაქტზე.
„კონსტიტუციის გვერდის ავლის გზით ისინი ფინანსდებოდნენ გარე აქტორების მხრიდან, ამ შემთხვევაში, USAID-ის, NED-ის და ასე შემდეგ სხვა ორგანიზაციების მხრიდან. დონორი ორგანიზაციები „ენჯეოების“ მეშვეობით აფინანსებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ახლა ისინი დარჩნენ ძალიან დიდი დაფინანსების გარეშე.
დაფინანსების მთავარ წყაროდ დარჩა სოროსის კონკრეტული ფონდები, ევროპის ფონდი და ეს ყველაფერი აისახა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე და აქედან გამომდინარე, უწევთ ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ფინანსური კრიზისია. პარტიის მთავარი შენობა გაყიდულია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი 3 200 000-ად გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია „ევ დისტრიბუშენია“, რომლის დირექტორიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე დავით კირკიტაძეა.