მარკო რუბიო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე: ახლა დროა, სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქა გავხსნათ

მარკო რუბიო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე: ახლა დროა, სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქა გავხსნათ

აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, ათწლეულების წინანდელი კონფლიქტის ფურცელი გადაშალონ უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად. ახლა დროა, ავიღოთ პასუხისმგებლობა მშვიდობაზე, ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და მისი რატიფიცირება მოვახდინოთ და სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქა გავხსნათ“, - დასძინა მან.

Aburjga Tasmanieli ვაი, ვაი ეს რა კეთილი კაცი ყოფილა?! გაგიგონიათ ასეთი?! ბატონო მარკო არ გაოფლიანდე, ჩვენზე სამხრეთ კავკასიის ხალხების კეთილდღეპბისათვის ზრუნვაში, არ გაგვიცივდე!
5 საათის უკან