აშშ-ის საელჩო: ელჩმა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გააცნო ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, ელჩის, რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ.

როგორც აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები.

„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Aburjga Tasmanieli ჩვენ, ქართველ ხალხს ალბათ ვერ გაგვიმხელთ ამ ნაბიჯების რეალურ შინაარსს?! გინდ ბაიდენი იყოს გინდ ტრამპი იმპერიალისტური ამერიკის პირსისხლიანი სახე არ შეიცვლება! აშშ-საგან კარგს არაფერს უნდა ველოდეთ!
2 საათის უკან