გიორგი ვაშაძე: ხალხს უნდა, რომ ყოველდღე ერთად დაგვინახოს, საზოგადოებას როცა ვესაუბრები, ყველას ეს უნდა

გიორგი ვაშაძე: ხალხს უნდა, რომ ყოველდღე ერთად დაგვინახოს, საზოგადოებას როცა ვესაუბრები, ყველას ეს უნდა

ხალხს უნდა, რომ ერთად დაგვინახოს ყოველდღე, არა ათ დღეში ერთხელ, არა კოორდინაციით, არამედ უნდა დიდი ერთობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

„შეხვედრა კარგია, მოვისმენთ, გამოვალთ, გეტყვით ჩემს მოსაზრებას. დღეს ქვეყანა არის უკიდურეს ჩიხში. „ქართული ოცნება“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არის იზოლაციაში. ვფიქრობთ, ცოტა მეტია გასაკეთებელი ქვეყნის შიგნით, რათა გამარჯვებამდე მოკლე ვადაში მივიყვანოთ ეს პროცესი. ჩემთვის ეს არის საყოველთაო ერთიანობა, ერთიანი შტაბი, ერთიანი მოქმედების განრიგი. ხალხს უნდა, რომ ერთად დაგვინახოს და უნდა, რომ ერთად დაგვინახოს ყოველდღე. არა ათ დღეში ერთხელ, არა კოორდინაციით, არამედ დიდი ერთობა უნდა. მე ასე ვხედავ. საზოგადოებას როცა ვესაუბრები, ყველას ეს უნდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.