უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს, რის სანაცვლოდაც ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანდება, რაც დამღუპველია უნგრეთისთვის.
მისი თქმით, უნგრეთს არ შეუძლია ნება დართოს მაგიდასთან მსხდომ ბრიუსელის ბიუროკრატებს გადაწყვიტონ, ღირს თუ არა უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში.
„ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს. უკრაინამ ბრძოლა სწრაფი წევრობის სანაცვლოდ უნდა გააგრძელოს. ეს ჩვენ გვღუპავს, მთელ ევროკავშირს, რაც ჩემთვის, როგორც უნგრელისთვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე მაინტერესებს, თუ რა მოელით უნგრელებს. ფაქტია, რომ ეს უნგრელებს ანადგურებს. შესაბამისად, ჩვენ ამაზე სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. ბრიუსელი უკრაინისგან შორს იმყოფება. მაგრამ უნგრეთი ახლოსაა“, - თქვა ორბანმა.