აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა ამერიკა რუსეთთან ნამდვილ ორომტრიალში გახვია, ხოლო ის ცდილობს ქვეყნის გამოყვანას ამ მდგომარეობიდან.
„თაღლითმა ჯო ბაიდენმა ჩვენ რუსეთთან (და ყველა სხვასთან) ნამდვილ „ორომტრიალში“ გაგვხვია, მაგრამ მე ვცდილობ რომ აქედან ამოვიდეთ. მილიონობით ადამიანი ტყუილად დაიღუპა და მათ არასდროს ნახავენ... მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, თუ ჩვენ რუსეთთან ომის დასრულების შეთანხმებასა და საბოლოო ხელშეკრულებას არ მოვაწერთ ხელს“, - დაწერა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა. „ის უბრალოდ არ მოხდებოდა. 100% არ მოხდებოდა. აგრეთვე არ მოხდებოდა ის, რაც ისრაელში [2023 წლის] 7 ოქტომბერს დატრიალდა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ძალის დემონსტრირებითა და სიამაყით მოხდებოდა, და ეს არ იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო დღე, ეს იქნებოდა სიდიადის მომენტი“, - დასძინა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი მმართველობის დროს ინფლაცია არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა, რომელიც ანგრევს ქვეყანას. ტრამპი დარწმუნებულია, რომ არა ბაიდენი, ქვეყნის საზღვრები უკეთ იქნებოდა დაცული და ნაკლები მიგრანტი შემოვიდოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო ქვეყანაში არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა და დასძინა, რომ ყველა, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა „ციხეში უნდა იჯდეს“.