ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს იარაღის წარმოებაში.
„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღის წარმოება. საკმარისად არ ვაწარმოებთ. არც აშშ-ში, არც ევროპაში. ჩვენ ჩამოვრჩებით, თუ შევადარებთ რუსებსა და ჩინელებს“, - აღნიშნა მარკ რუტემ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს თავდაცვის ძლიერი მრეწველობა აქვს, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს წარმოების გასაძლიერებლად.