Reuters: ბელგიის პროკურატურა ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმეს იძიებს

Reuters: ბელგიის პროკურატურა ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმეს იძიებს

ბელგიის პროკურატურა ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმეს იძიებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვის მიზნით რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა 21 სხვადასხვა ადგილას. მათ შორის ბელგიის სხვადასხვა რეგიონში, ასევე პორტუგალიაში.

ჩხრეკის დროს პოლიციამ რამდენიმე დოკუმენტი და ნივთი ამოიღო. გამოძიების მთავარი ობიექტების ვინაობა და მათი თანამდებობები ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება ანაზღაურების ან საჩუქრების სანაცვლოდ, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გატარებას.

ლაზი რომელი ევროპარლამენტარიც საქართველოსთან ბრძოლაშია ჩართული, ყველა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით მიღებული "ანაზღაურების ან საჩუქრების სანაცვლოდ, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების" გამტარებელია. კარგად გამოიძიეთ მათი საქმიანობა და იმ რამდენიმეს გვერდით აღმოჩნდებიან ყველანი.
2 საათის უკან