მარკო რუბიო: უკრაინამ და აშშ-მა ტერიტორიული დათმობების საკითხი განიხილეს

მარკო რუბიო: უკრაინამ და აშშ-მა ტერიტორიული დათმობების საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ტერიტორიული დათმობების საკითხიც.

მარკო რუბიოს არ გაუმჟღავნებია დეტალები, თუ კონკრეტულად რა ტერიტორიულ დათმობებზეა საუბარი.

რუბიომ ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მხრიდან დადებითი პასუხი იქნება წინადადებაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება.

„თუ რუსეთი უარს იტყვის, ეს ბევრ რამეს გვეტყვის. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.