უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის დასასრულებლად ან ომის გასაგრძელებლად. სრული სიმართლის დროა“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მისი თქმით, აშშ-მა შესთავაზა ცეცხლის სრული შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში შავ ზღვაში და ფრონტის მთელ ხაზზე.
„უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას. ჩვენ ამას დადებითად მივიჩნევთ და მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი“, - დასძინა მან.
სად გადაიტანონ, იქნებ ცოცხების ყანაში? :)) იქნებ "გადადონ?"