სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა: სირია არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი სახელმწიფოსთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა: სირია არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი სახელმწიფოსთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერის, აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ სირია ცდილობს, მოთმინებითა და სიბრძნით უპასუხოს ისრაელის ქმედებებს.

„ვცდილობთ მოთმინებას და სიბრძნეს მივმართოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ არსებობს შეშფოთებები, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სირია არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი სახელმწიფოსთვის რეგიონში ან მსოფლიოში. თუ არსებობს ექსპანსიონისტური მოტივები, ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო თანხმდება სირიასთან და გმობს ისრაელის ქმედებებს სირიის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ალ-შარამ.

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი ასევე უარყოფს ისრაელის ბრალდებებს, რომ სირიის ახალი მთავრობა საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის.

როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელმა საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონა დაიკავა და სამხრეთ სირიის დემილიტარიზების პირობა დადო. პარალელურად კი, ინტენსიურად ახორციელებდა სირიის არმიის იარაღის საწყობების დაბომბვას. ისრაელში ალ-შარაას „ალ-ქაიდას“ ტერორისტად მოიხსენიებენ.

„ილუზიებში მყოფმა ადამიანმა, შესაძლოა, ნებისმიერი რამ თქვას. ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ მას საფრთხე ემუქრება და განახორციელოს წინმსწრები დარტყმები და დახოცოს ხალხი, მაგრამ ამას გამართლება ვერ ექნება“, – აღნიშნა ალ-შარაამ.

კანუდოსელი ალ ბაღდადის მარჯვენა ხელმა და ბერკოკის ძმადნაფიცმა ალ შარამ ორ დღეში 1500 ადამიანი გაჟლიტა თავისივე მოქალაქე. ისრაელს ამშვიდებს, რომელიც უკვე დიდი ხანია დამასკოს მისადგომებთან არის და აქამდე არ დაუწუწუნია ამ ტერორისტს. ისრაელს მეტი უნდა, ვიდრე გოლანის მაღლობები და ბუფერული ზონაა, ,,ერეც ისრაელის" საზღვრები ხომ გაცილებით დიდია. როგორი ფარისეველია მსოფლიო. სწორედ ეს იყო ალ ქაიდას და აისისის ტერორისტის სირიაში მმართველად დასმა, რომ ზუსტად იცოდნენ სისხლის მდინარეებს დააყენებდა, დრუზებს, ქრისტიანებსა და ალავიტებს გაჟლიტავდა. სწორედ ეს უნდოდათ მოსადს (cia-ს დახმარებით) და ერდოღანს თავიანთი გავლენების გასაფართოებლად. ეს ჯერ დასაწყისია, როგორც რუსები იტყვიან это ещё цветочки, а ягодки впереди.
10 საათის უკან