თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: მათ 1 პატრონი ჰყავთ, როდესაც მოვიდა დირექტივა, რომ ერთად უნდა იყვნენ, ყველამ ეს უყოყმანოდ გააკეთა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: მათ 1 პატრონი ჰყავთ, როდესაც მოვიდა დირექტივა, რომ ერთად უნდა იყვნენ, ყველამ ეს უყოყმანოდ გააკეთა

გაირკვა, რომ მათ 1 პატრონი ჰყავთ და როდესაც მოვიდა დირექტივა, რომ ერთად უნდა იყვნენ, ყველამ ეს უყოყმანოდ გააკეთა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

„ურთიერთგამომრიცხავი ადამიანები დააკავშირეს. გუშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ისეთ რაღაცებს ეძახდნენ, უზრდელობის უკანასკნელი ფორმებით მოიხსენიებდნენ, 15 წუთში ის სათავეში ჩაუყენეს. გაირკვა რომ მათ 1 პატრონი ჰყავთ და როდესაც მოვიდა დირექტივა, რომ ერთად უნდა იყვნენ, ყველამ ეს უყოყმანოდ გააკეთა. როგორ შეიძლებოდა, როგორ წარმოგედგინათ, რომ ისინი ოდესმე ერთად იქნებოდნენ?“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.

მარბიელი ძალიან პრიმიტიული "ლოგიკაა" - რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ რაც არ უნდა გააკეთოს, იტყვიან, აი ახლა ამას ეს უბრძანესო!
ეს ისეთივეა, ოპო რომ ანბობს ოცნების ამა თუ იმ მოქმედებაზე - ეს პუტინის კარნახით მოხდაო
არავის ლაყე ვარაუდი ხალხს არ უნდა, ილაპარაკეთ ფაქტებით, მტკიცებულებებით!
1 თვის უკან