სირიელი ქურთების დაჯგუფებამ სირიის მთავრობასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

სირიელი ქურთების დაჯგუფებამ სირიის მთავრობასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

სირიელი ქურთების დაჯგუფებამ სირიის მთავრობასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ყველა სამოქალაქო და სამხედრო ინსტიტუტი ინტეგრირებული იქნება სახელმწიფოს ფარგლებში.

ამასთან, სირიელი ქურთების დაჯგუფება თანახმაა, მხარი დაუჭიროს მთავრობას გადაყენებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეთანხმების გაფორმების პარალელურად, სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ შარა ლათაკიაში ალავიტების უმცირესობის წევრების მასობრივ მკვლელობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან დამნაშავეების დასჯის პირობა კიდევ ერთხელ დადო, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა კვლავ ალავიტებს დააკისრა.