ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გაბმა განახლდა.
რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ზაზა გულიაშვილი და პოლიციის განყოფილების თანამშრომლები 24 თებერვალს ვითარების გასაცნობად სოფელში ჩავიდნენ. ატოცის მკვიდრის ზაირა პლიევას თქმით, რკინის კონტრუქციების მონტაჟი 2 დღის წინ განახლდა. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტის მიღმა ის მიწები მოხვდა, რომლებსაც ატოცელები, ბოლო დრომდე, ამუშავებდნენ.