საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საზღვრის მართვის სტრატეგიის პროექტის საბოლოო ტექსტი განიხილეს.
მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილების თანახმად, სპეციალურად შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს, პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარეობით, სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავება და 2014 წლის 1 მარტამდე
მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა დაევალა.
საზღვრის მართვის სტრატეგიის პროექტი მთავრობას წარედგინება მთავრობის მორიგ სხდომაზე.