ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სანამ უკრაინაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ამ ქვეყანაში ხმის უფლება არავის აქვს.
გრემის მორიგი კრიტიკა ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც მან ირონიით აღნიშნა, რომ გრემი არის ძალიან კარგი კაცი, ის მას უკრაინის მოქალაქეობას მისცემს, რათა სენატორის ხმას „უფრო დიდი წონა ჰქონდეს“.
„სამწუხაროდ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება, უკრაინაში არავის აქვს ხმის უფლება“, - დაწერა გრემმა.