კახა კალაძე: თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

კახა კალაძე: თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

თბილისის მერი კახა კალაძე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში ჩატარდება.

„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100 %-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ.

რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, 2028 წელს. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაც გამოდის რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება, ყველა აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება. მთავარია, ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.