მაკა ბოჭორიშვილი: იყო ძალიან ბევრი შეხვედრა, სადაც საუბარი ეხებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ძირითადად, მოთხოვნა იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები

მაკა ბოჭორიშვილი: იყო ძალიან ბევრი შეხვედრა, სადაც საუბარი ეხებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ძირითადად, მოთხოვნა იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები

იყო ძალიან ბევრი შეხვედრა, სადაც საუბარი ეხებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ძირითადად, მოთხოვნა იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები და ამაზე არაერთი საუბარი იყო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებზე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არც იყო მცდელობა, რომ გაეგოთ, თუ რატომ არ შეიძლებოდა ჩვენ დაგვეწესებინა სანქციები და შემოგვეღო სხვადასხვა შეზღუდვა.

„გახსოვთ, კამპანია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. იყო გაკვირვებული მოთხოვნა კოლეგების, თუ რატომ არ გვაქვს საზღვარი დაკეტილი. ვამბობდი, რომ საზღვარი და უვიზო მიმოსვლა გახსნილია საქართველოში ომის შემდეგ ზუსტად ერთ წელიწადში და მაშინ ეს გააკეთა ზუსტად იმ ხელისუფლებამ, რომლის წარმომადგენლები დღეს ქუჩაში დგანან და ახლა ამ ხელისუფლებისგან ითხოვენ, უკრაინაში ომის გამო გააკეთოს ის, რაც თავად არ გაუკეთებიათ საქართველოში ომის გამო“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში იგი პარლამენტარი იყო და ევროპარლამენტარებთან ჰქონდა აღნიშნულ საკითხებზე ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს მიმართ კრიტიკა არ წყდებოდა.