პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებულ ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და გივი თარგამაძე ჩანან. შენობიდან კი წამების ხმა ისმის.
„პირდაპირი მტკიცებულება: როგორ აწამებენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს სააკაშვილი, უგულავა, ახალაია და ძმანი მათნი. წამების ხმები კარგად ისმის შენობიდან - ეს ხდება მუხროვანის ამბოხების დროს. ნაცბანდის უმაღლესი ეშელონები ესწრებიან ამას. რატომ არ აძლევს პროკურატურა ამაზე რეაქციას? რატომ არ ხდება ეს მასალები საჯარო? ეს უკვე დანაშაულია ადამიანობის წინაშე. კარგად შეხედეთ“,- წერს კაკაბაძე.