ბოლო სამი წელი ყველაზე მძიმე იყო. ძირითადი დარტყმები ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე მოდიოდა და მან ურყევად შეინარჩუნა ის პოზიცია, რომელსაც შეძლებისდაგვარად გუნდის სხვა ლიდერები და წევრები ვამყარებდით

ბოლო სამი წელი ყველაზე მძიმე იყო. ძირითადი დარტყმები ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე მოდიოდა და მან ურყევად შეინარჩუნა ის პოზიცია, რომელსაც შეძლებისდაგვარად გუნდის სხვა ლიდერები და წევრები ვამყარებდით

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ხელისუფალი გაუძლებდა იმას, რასაც ჩვენ გავუძელით სრული სამი წლის განმავლობაში, რომ არაფერი ვთქვათ იმ ზეწოლებზე და ტურბულენტობებზე, რაც 2012 წლიდან მოყოლებული ამ წლის პერიოდამდე იყო, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხარეს ყოველთვის სიმართლე იდგა.

„მაგრამ ეს ბოლო სამი წელი ყველაზე მძიმე იყო და ჩვენ ამას გავუძელით სწორედ სიმართლით და იმ სიმართლის წყალობით, რაც გაიზიარა ჩვენმა ხალხმა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ერის დიდმა უმრავლესობამ და ჩვენ ერთად გავუსწორეთ თვალი სწორედ ამ თავდასხმებს, ამ უსაფუძვლო კრიტიკას. ჩვენს მხარეს იყო სიმართლე და სერიოზულობა. დღეში რამდენჯერმე იყო სერიოზული დარტყმები, ძირითადი დარტყმები რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე მოდიოდა და მან ურყევად შეინარჩუნა ის პოზიცია, რომელსაც შეძლებისდაგვარად გუნდის სხვა ლიდერები და წევრები ჩვენი რესურსის ფარგლებში ვამყარებდით. მოვედით დღემდე და ის ნარატივი, რომელსაც თქვენ იხსენებთ, რომ „ამ სირცხვილს სჯობს თავზე ბომბები გვეცემოდეს“ - ეს უფრო უპასუხისმგებლო და მოდურ გამონათქვამებად დარჩება ისტორიას და არ გამოვრიცხავ, რომ მტრულ პოზიციებად შეირაცხოს მომავალში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

კითხვაზე - რას ეტყოდით თქვენს ოპონენტებს, წულუკიანი ასე პასუხობს:

„ისინი არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები, კიდევ უფრო გამარგინალებულები ვიდრე იყვნენ, რომ ისინი უკვე დგანან იმ სერიოზული რისკის წინაშე, რომ მათი რეალური სახე მათმა ამომრჩეველმაც უკვე კარგად დაინახოს, რომ ისინი ფაქტობრივად ასრულებენ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, თუკი ასეთი კარიერა როდისმე ჰქონდათ“, - განაცხადა წულუკიანმა.