ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: ოლაფ შოლცმა მიხაელ როთს არაპატრიოტი პროვინციელი ტრ***კი უწოდა

ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: ოლაფ შოლცმა მიხაელ როთს არაპატრიოტი პროვინციელი ტრ***კი უწოდა

გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაელ როთს და ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ანტონ ჰოფრეიტერს არაპატრიოტი პროვინციელი ტრ***კი უწოდა.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა. „ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ოლაფ შოლცმა უკრაინის მომხრეებს მიხაელ როთს, ტონი ჰოფრეიტერს და მე არაპატრიოტი პროვინციელი ტრ***კი გვიწოდა. სავარაუდოდ, მას ეს ინციდენტი აღარ ახსოვს. დარჩა კითხვები?“, - დაწერა შტრაკ-ციმერმანმა.

ინციდენტის შესახებ გამოცემა Politico-მ დაწერა. სტატიაში კონკრეტული გვარები ჩამოთვლილი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ 2024 წლის 29 იანვარს შოლცი გერმანელ პოლიტიკოსებს ხვდებოდა. რამდენიმე პოლიტიკოსმა მისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ გააკრიტიკა, რაზეც კანცლერმა თქვა, რომ მისი კრიტიკოსები არაპატრიოტი პროვინციელი ტრ...კები არიან.

დოი ვიდრე ევროპა არ გათავისუფლდება ვშიდობ რომ,ახლა ფართოდ გაგვიღონ კარი ნატოში შესასვლელად მორიგი ავანტიურისთვის!...ლიბერალი ხელისუფლებისგან,მშვიდობა არ იქნება!
1 დღის უკან