აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს რუსეთი კვლავ შეუერთდეს „დიდ შვიდეულს“ (G7), რადგან ჯგუფიდან მოსკოვის გარიცხვა შეცდომად მიაჩნია. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთი G7-ის (მანამდე G8-ის) წევრი იყო, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ იგი ამ ჯგუფიდან გარიცხეს.
„მსურს, რომ ისინი დაბრუნდნენ. ვფიქრობ, მათი გარიცხვა შეცდომა იყო. საქმე არ ეხება რუსეთის მოწონებას ან არმოწონებას. ეს იყო G8“, - განაცხადა ტრამპმა.
„ვუთხარი, რას აკეთებთ? სულ რუსეთზე საუბრობთ, მაშინ რატომ არ უნდა ისხდნენ [რუსები] მოლაპარაკების მაგიდასთან? ვფიქრობ, პუტინსაც ძალიან სურს დაბრუნება“, - დასძინა მან.