თემურ გრიგალაშვილი: ,,უმრავლესობა ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვაზე უარს აცხადებს'

თემურ გრიგალაშვილი: ,,უმრავლესობა ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვაზე უარს აცხადებს'

საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა–რეფორმატორები’’თავმჯდომარემ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომუმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის მიხეილ ქავთარაძის გუშინდელი განცხადების თანახმად, ისინი უმცირესობის შეთავაზებაზე –თვითონ დაგეგმონ ბიუჯეტის პროექტი, უარს აცხადებენ. მოტივად კი თბილისის მომქმედი მთავრობის მიმართ გამოცხადებული უნდობლობა ასახელებენ.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მოსახლეობის თვალებში ნაცარის შეყრა. მათი ლოგიკით, ბიუჯეტის 1/12 –თ ხარჯვა პრობლემას არ უქმნის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

შესაბამისად, მათი განცხადებებით, მერიას ყოვეთვიურად 60 მილიონის ხარჯვის უფლება აქვს და წლის განმავლობაში ხარჯვით ნაწილში დედაქალაქის სხვადასხვა პროექტებს პრობლემა არ შეექმნება, ანუ მათ მიერვე უნდობლობაგამოუცხადებულ მთავრობას წლის პირველ ნახევარში აქვს საშუალება, თუ დავაჯამებთ 300 დან 350  მილიონამდე ლარი დახარჯოს, მეორეს მხრივ, ისინი თავადვე აცხადებენ უარს შეადგინონ ბიუჯეტი, ჩამოაყალიბონ პრიორიტეტები და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში თითოეული ლარის ხარჯი გააკონტროლონ’’,–განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტი არის ხალხის და არა რომელიმე კონკრეტული პირის კუთვნილება და შესაბამისად, ის არა რომელიმე ძალის პოლიტიკურ მიზნებს, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობასა და ინტერესებს  უნდა ემსახურებოდეს.