თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადება

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა - 3540 ლარი;

სტაჟის დანამატი 25% - 885 ლარი;

საიდუმლოს დანამატი 15 % - 531 ლარი;

პრემიერ მინისტრის ბრძანებით დანამატი - 4335 ლარი;

საკლასო ჩინის დანამატი 35 % - 1239 ლარი;

იმის გამო რომ საკლასო ჩინის დანამატზე ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2013 წლის მარტში მოხდა მისი გადაანგარიშება დანიშვნის დღიდან და შესაბამისად შეადგინა:

2012 წლის ოქტომბერი 269,32 ლარი;

2012 წლის ნოემბერი 1239 ლარი;

2012 წლის დეკემბერი 1239 ლარი;

2013 წლის იანვარი 1239 ლარი;

2013 წლის თებერვალი 1239 ლარი;

2013 წლის მარტი 1239 ლარი;

მარტის თვეში საკლასო ჩინის დანამატმა შეადგინა სულ 6464,32 ლარი.

სულ მარტის თვის შემოსავალმა შეადგინა - 3540+885+531+4335+6464,32=15755,32 ლარი.

სულ მარტის პრემია 4335 ლარი;

სულ დარიცხული ხელფასი მარტის თვეში 15755,32+4335=20090,32

(აქედან საშემოსავლო 4018,06 ლარი, ხელზე აიღო 16072,26 ლარი).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება დანამატების და სტაჟის გათვალისწინებით, ხელზე შეადგენს 4946 ლარს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი მინისტრის დანამატი შეადგენს 2168 ლარს.