ლევან მაჭავარიანი აშშ-ს საელჩოზე: უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ

ლევან მაჭავარიანი აშშ-ს საელჩოზე: უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ "დიფ სთეითის" ქართველ აგენტებს! 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმიანება. 

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს. 

"მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს - უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ დიფ სთეითის ქართველ აგენტებს! 
მეტიც, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს!"- წერს ლევან მაჭავარიანი. 

ინფორმაციისთვის, აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად  - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული".

ლაზი მერე და თქვე მამაცხონებულებო, თითონ თუ არ იცით, დაიქირავეთ ერთი ინგლისურის მცოდნე და მაგ ინფორმაცია მიაწოდეთ აშშ სახ. დეპარტამენტს. დაწერეთ იმ მასკის X-ზე და გაავრცელეთ ყველა საშუალებით, რომელიმე გზით მაინც მიაღწევს დანიშნულების ადგილს.
40 ათას დოლარზე მეტი რომ არ დაგიხარჯავთ ლობიზმში, მაგის იმედი გაქვთ? მაგ ფასად ერთ ბანდეროლს არ ჩაგიტანთ DHL-ის პოსტა ამერიკაში.
თუ არ იცით, ისწავლეთ ოპოზიციისაგან, როგორ უნდა ინფორმაციის გავრცელება, ეგენი მაგ საქმის ვირტუოზები არიან და სწორედ მაგით გიგებენ ტაქტიკურ ბრძოლებს ევროპაში და თუ ამერიკაშიც დაგასწრეს ( თუ უოლსონს უკვე არ დაუმუშავებია რუბიოს ადმინისტრაცია), იჩივლეთ მერე დამწვარ აფთიაქში.
2 საათის უკან