გურამ მაჭარაშვილი: USAID-მა მიიღო ის, რაც დაიმსახურა

გურამ მაჭარაშვილი: USAID-მა მიიღო ის, რაც დაიმსახურა

USAID-მა მიიღო ის, რაც დაიმსახურა, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, გამოაშკარავდა, რომ თურმე სწორედ USAID და მისი საცეცები რომლებიც იყვნენ საქართველოში, ისინი აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალურ პროცესებს.

„ის ფაქტი, რომ თავად USAID-ან წამოსული ფული, მათ შორის, ძირითადად შავი ფული ხმარდებოდა საქართველოში რადიკალურ პროცესებს, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. ჩვენ დღეს ვნახეთ, გამოჩნდა, გამოაშკარავდა, რომ თურმე სწორედ USAID და მისი საცეცები რომლებიც იყვნენ საქართველოში, ისინი აფინანსებდნენ და დღემდე შემორჩენილი ფულით კიდევ დღესაც ვხედავთ, რომ რადიკალურ პროცესებს ახალისებენ.

ამიტომაც, USAID-დმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ილონ მასკმა USAID-ს კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა. მან ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ვიდეოკოლაჟიც გააზიარა, რომელშიც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიც არის შესული.

გარდა ამისა, ილონ მასკის განცხადებით, ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა.