სოციალური ქსელში ერთ-ერთი ორგანიზაცია, სახელად Amuse აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს მიმართავს და სთხოვს მის უწყებას, გამოიძიოს, თუ სად წავიდა უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი ფულის ნაწილი.
ორგანიზაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Associated Press-თვის მიცემული ინტერვიუს ნაწილს აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი 177 მილიარდი დოლარიდან კიევმა მხოლოდ 75 მილიარდი დოლარი მიიღო.
„თუ მართლა შეერთებული შტატების გადასახადების გადამხდელთა დოლარების 58%, რომელიც ზელენსკისთვის გამოიყო, არ მიაღწია უკრაინამდე, სად წავიდა? ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ იცის? უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა და გენერლებმა ხომ არ ჩაიჯიბეს? დიდმა ძმამ ხომ არ მიიღო საკუთარი წილი? თუ ზელენსკის ბრალდება იმის შესახებ, რომ მან ვაშინგტონის მიერ გაგზავნილი 177 მილიარდი დოლარიდან მხოლოდ 75 მილიარდი დოლარი მიიღო, რა ხდება შემდეგ? მხრებს ვიჩეჩავთ და ვაგრძელებთ სვლას, თუ ვითხოვთ პასუხებსა და პასუხისმგებლობას?“, - წერს ორგანიზაცია.
აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი მასკმა საკუთარ გვერდზეც გააზიარა.