გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: მოსწყინდათ, პარლამენტის წინ ხალხს ვეღარ აგროვებენ და თქვეს, რომ ჩვენი პატრონი ჩვენვე უნდა ვიყოთო და ისეთ რადიკალურ პროცესებზე წავიდნენ, რომელსაც აქ არავინ დაუშვებდა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: მოსწყინდათ, პარლამენტის წინ ხალხს ვეღარ აგროვებენ და თქვეს, რომ ჩვენი პატრონი ჩვენვე უნდა ვიყოთო და ისეთ რადიკალურ პროცესებზე წავიდნენ, რომელსაც აქ არავინ დაუშვებდა

მოსწყინდათ, პარლამენტის წინ ხალხს ვეღარ აგროვებენ, სოციალურ ქსელში მხარდამჭერები აღარ ჰყავთ და თქვეს, რომ ჩვენი პატრონი ჩვენვე უნდა ვიყოთო და ისეთ რადიკალურ პროცესებზე წავიდნენ, რომელსაც აქ არავინ დაუშვებდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. მათ [ოპოზიციამ] ეს იცოდნენ რა თქმა უნდა და შეგნებულად მიდიოდნენ ამაზე. რატომ? - იმიტომ, რომ მოსწყინდათ, პარლამენტის წინ ხალხს ვეღარ აგროვებენ, სოციალურ ქსელში მხარდამჭერები აღარ ჰყავთ, პარლამენტის არჩევნები წააგეს, უცხოეთში, კონკრეტულად ამერიკაში პატრონები აღარ ჰყავთ ევროკავშირშიც უმცირდებათ პატრონები და თქვეს, რომ ჩვენი პატრონი ჩვენვე უნდა ვიყოთო და ისეთ რადიკალურ პროცესებზე წავიდნენ, რომელსაც აქ არავინ დაუშვებდა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.