შალვა პაპუაშვილი: ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს

შალვა პაპუაშვილი: ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„1. დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე,

2. „პუბლიკა“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა,

3. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია,

4. „პუბლიკა“ რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას,

5. ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1220446930087072&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post

 

კანუდოსელი ხოდა აღკვეთეთ ჩანასახშივე, დაიჭირეთ იქამდე, ვიდრე ქალაქის გასასვლელს მიაღწევდნენ. ხალხს ნუ ზაფრავთ, დაიღალა უკვე ამათი სიშლეგით. ხმა იმიტომ მოგცეს, რომ იმოქმედოთ. არავისთან ლოლიავის დრო აღარ არის, ანგარიშვალდებული დასავლეთთან აღარ ხართ, პასუხს აგებთ მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე. დასრულდა რევერანსები და მონური მორჩილება კოლონიზატორების მიმართ.
1 თვის უკან