ლევან მაჭავარიანი: ძალიან საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ლგბტ-პროპაგანდასთან, რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი მიდგომა

ლევან მაჭავარიანი: ძალიან საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ლგბტ-პროპაგანდასთან, რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი მიდგომა

ძალიან საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ლგბტ-პროპაგანდასთან, რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი მიდგომა და ასევე რა კომენტარს გააკეთებენ აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც 90 დღით სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერებას ეხება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„ძალიან საინტერესოა, თუ რა კომენტარს გააკეთებს მაგალითად ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ლგბტ-პროპაგანდასთან, რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი მიდგომა. ასევე, ძალიან საინტერესოა გამჭვირვალობა. რატომ არის არაევროპული ჩვენი კანონი? ის ითხოვს მხოლოდ დეკლარირებას წელიწადში ერთხელ შემოსული და გადარიცხული თანხების ხომ? აი ამ გამჭვირვალობაში რა არის არაევროპული და ვის რა აქვს დასამალი? კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენენ და აქაც ძალიან საინტერესო არის ბატონ ტრამპთან მიმართებაში, რა განცხადებას გააკეთებენ, როდესაც მან 90 დღით შეაჩერა აბსოლუტურად ყველა დაფინანსება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ბრიუსელი ადასტურებს, რომ დიპლომატიური პასპორტების დასჯა, მითითების გაუთვალისწინებლობის და იმ ორი კანონის გამო გადაწყდა, რომლის არსს ამერიკის 47-ე პრეზიდენტიც იზიარებს, გამჭვირვალობა და ოჯახური ღირებულებები - ბრძოლა ამ ღირებულებების დამცავი კანონების წინააღმდეგ ბევრ თვეს ითვლის. ეს პრეისტორია მმართველ გუნდს უდასტურებს შეფასებას, რომ ბრიუსელის ნაბიჯი სადამსჯელო ხასიათის იყო.