ოთარ ანგურიძე 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ქვეყანაში არსებულ კომპანიებს მოუწევთ მათთან კონკურენცია, მოუწევთ გააჯანსაღონ არსებული ბიზნეს-გარემო

ოთარ ანგურიძე 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ქვეყანაში არსებულ კომპანიებს მოუწევთ მათთან კონკურენცია, მოუწევთ გააჯანსაღონ არსებული ბიზნეს-გარემო

6 მილიარდიან ინვესტიციას და დაგეგმილ პროექტებს გადაცემის ეფექტი ძალიან ბევრ ეკონომიკის დარგზე ექნება, ეს აისახება როგორც ფასწარმოქმნაზე, ასევე თვითონ სამშენებლო ხარისხზე. ეს აუცილებლად დაეტყობა ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ოთარ ანგურიძემ.

„აქ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ეს იწვევს ძალიან მაღალ დასაქმების მაჩვენებელს. მეორე ის არის, რომ სოციალური ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში უმჯობესდება იმიტომ, რომ მოსახლეობას ეზრდება შემოსავლები და მათ უჩნდებათ მეტი დანაზოგი იმისათვის, რომ უფრო გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ კონკურენციის ხარისხიც უნდა აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ, როდესაც ასეთი ცნობილი, მსხვილი ჯგუფი შემოდის სამშენებლო სექტორში, ქვეყანაში, ბუნებრივია, არსებულ კომპანიებს მოუწევთ მათთან კონკურენცია, მოუწევთ გააჯანსაღონ არსებული ბიზნეს-გარემო. ეს აისახება როგორც ფასწარმოქმნაზე, ასევე თვითონ სამშენებლო ხარისხზე. ეს აუცილებლად დაეტყობა ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას. გადაცემის ეფექტი ძალიან ბევრ ეკონომიკის დარგზე ექნება“, - განაცხადა ანგურიძემ.

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი - Emaar ჯგუფის შემოსვლით ხელისუფლება და ეკონომისტები მრავალმხრივ დადებით ეფექტს ელიან. ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ტურისტი, საინვესტიციო რუკაზე უფრო თვალსაჩინო ადგილი და ეროვნული ვალუტის გამყარებაც.