შალვა პაპუაშვილი: აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება

შალვა პაპუაშვილი: აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება

რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები.

„აქამდე, სამწუხაროდ, იყო მცდელობები ფარისევლური მზრუნველობის გამოჩენის, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ერთია, როდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ როდესაც ესტონეთის ხელისუფლების დონემდე დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს, ეს ის ეტაპია, ზუსტად იმ ფსევდო ლიბერალურ ღირებულებებთან სადაც მივიდა საბოლო ჯამში სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო.

რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ასეთ აბსურდზე რომ მივიდნენ, მაშინ უკვე საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ასეთი სახით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობის. ყველამ უნდა გააცნობიეროს აქედან გამომდინარე, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საქართველომ მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, რა თქმა უნდა, ამ სუვერენიტეტს ასე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს. გუშინაც ვისმენდით ევროპარლამენტში, რუსული აქცენტით გველაპარაკებიან აქ ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები. ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს ამ ყველაფერს, მგონი ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.