რობერტ ფიცო: სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს - არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას

რობერტ ფიცო: სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს - არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიcომ მოიწვია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ფერადი რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას. სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს. ჩვენ მივიღებთ პრევენციულ ზომებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა შეიძლება განხორციელდეს ქუჩის აქციების მოწყობითა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით.

ლაზი მაგათ დააქციეს უკრაინა. ეგენი ანჯღრევენ საქართველოს უკვე ამდენი წელია, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს აკლებენ.
საშიში ხალხია, მაგრამ არა ყოვლისშემძლე. მაგათი იდეოლოგებიც გაშიფრულია და ბოროტების ტექნოლოგიებიც. თუ თავს არ წაუხრით ვერაფერს გახდებიან. მით უმეტეს, მაგათი აღსასრულის ზარმა უკვე დარეკა კაპიტოლიუმიდან.
3 საათის უკან
tamara მარტო კაპიტოლიუმმა კი არა, ყველა ქვეყნის ხალხის აქტიურობამ უნდა ამოძირკვოს მათი ბოროტების საცეცები ,რომ გასუფთავდეს სამყარო.
2 საათის უკან