შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი, რა ბოროტებამ ჩაიბუდა ზოგიერთის გულში, რა ღვარძლი არის ასეთი, რომ აი, ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეიძლება, გადაეკიდონ საკუთარ ქვეყანას. იმედი მაქვს, რაღაცნაირად გამოფხიზლების მომენტიც მოვა

შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი, რა ბოროტებამ ჩაიბუდა ზოგიერთის გულში, რა ღვარძლი არის ასეთი, რომ აი, ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეიძლება, გადაეკიდონ საკუთარ ქვეყანას. იმედი მაქვს, რაღაცნაირად გამოფხიზლების მომენტიც მოვა

არ ვიცი, რა ბოროტებამ ჩაიბუდა ზოგიერთის გულში, რა ღვარძლი არის ასეთი, რომ აი, ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეიძლება, გადაეკიდონ საკუთარ ქვეყანას, - განუცხადა ურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი მოწოდება რესტორნებში მომსახურებასთან დაკავშირებით, „ამაზრზენი და სამარცხვინოა“.

„ყველა ეს მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით, ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდი, ხან ვუდუს თოჯინების გამოყენება, ხან კუბოს დაწვა, რაც კი ეს რიტუალები იქნა ჩატარებული, და ბოლოს, გუშინ რაც ვნახეთ, ეს აბსოლუტურად ამაზრზენი და სამარცხვინო მოწოდება, თან, რაც მთავარია ჟურნალისტების მხრიდან, აჩვენებს ერთ რამეს, რომ თავისი არსით, მთლიანი ეს კამპანია, ვინაიდან არის მართული გარედან, ამიტომაც არის არაქართული. მისი მეთოდებიც არ არის ქართული. აბსოლუტურად უცხოა, მათ შორის, პროტესტის კულტურისთვისაც უცხოა ის, რასაც ჩვენ ვხედავდით მაშხალებით თავდასხმას პოლიციელზე, მტვრევას და მსხვრევას „მოლოტოვის კოქტეილებით“. ეს ბოლო ორი წელია, ხომ ზუსტად ამ გარედან მართულმა პროტესტმა შეაჩვია ჩვენს თვალს, რომ თურმე „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან აქციებზე. ეს ოდესმე ყოფილა? ქართველებს რა, რა, და აქციები, მიტინგები და სხვა ასეთი საპროტესტო ღონისძიებები ბავშვობიდან გვახსოვს სხვადასხვა სახის. ამით ვამაყობდით ყოველთვის, რომ ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდებოდა ხიდან, ისე მიმდინარეობდა აქციები. დღეს რას ვხედავთ? - უცხოეთიდან მართულ აქციებს, რომელშიც მტვრევა, მსხვრევა, პოლიციელებზე თავდასხმა, ადამიანების შევიწროება, ლანძღვა, ქალი, კაცი, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ერთნაირად უმსგავსოდ იქცევა. მე ეს მაწუხებს, რადგან არ ვიცი, რა ბოროტებამ ჩაიბუდა ზოგიერთის გულში, რა ღვარძლი არის ასეთი, რომ აი, ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეიძლება, გადაეკიდონ საკუთარ ქვეყანას.

იმედი მაქვს, რაღაცნაირად გამოფხიზლების მომენტიც მოვა. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობთ, რომ შეუძლებელია, ის ატმოსფერო, რაც გარედან შეგვიქმნა იმ ხალხმა, არჩევნების შემდეგ რომ ჩამოგვივიდნენ ევროპელი პოლიტიკოსები, შვედი პარლამენტის წევრი რომ ამბობდა - მაიდანს ჩახედეთ და იხელმძღვანელეთ მისი სცენარითო. აი, როგორც გარედან ამას გვიდგამენ არაქართულ, მტრულ, დემოკრატიის მიმართ მტრულ ღონისძიებებს, იმედი მაქვს, ქართველები ისევ გამოფხიზლდებიან და ბოლო-ბოლო დაფიქრდებიან, რას უშვრებიან საკუთარ სამშობლოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.